Sunday, February 8, 2015

Intel-ის ტრენინგები

დაიწყო  ისტ ტრენინგებიტრენერ დათო ნოზაძის ხელმძღვანელობით. მასში ქალაქის სხვა სკოლების პედაგოგებთან ერთად ჩვენი სკოლის პედაგოგებიც მონაწილეობენ:


მაია ჟიჟილაშვილი-ისტ
ქეთევან კობახიძე-უცხო ენა
ნანა აფციაური-მათემატიკა
ლიანა ჩქარეული-ფიზიკა
მთვარისა ლიპარტელიანი-ისტორია
ლია ჯანიაშვილი-ხელოვნება
დეა გოგოლაძე-მათემატიკა






Tuesday, January 6, 2015

შეხვედრა ახალ წელთან

19 დეკემბერს ჩვენი სკოლის მეშვიდე  პირველი და მეხუთე მეორე კლასის მოსწავლეებმა პედაგოგების თამარ კალაიჩიშვილის, მთვარისა ლიპარტელიანის და მოწვეული რეჟისორის ლალი ლატარიას  ორგანიზებით მოაწყვეს საახალწლო ზეიმი. ამ ორი კლასის მოსწავლეებს  დაწყებით კლასებში  ერთი საერთო პედაგოგი ნინო გოგოლიშვილი ყავდათ, რომლის დიდი დამსახურებაა  აღნიშნული კლასების მოსწავლეთა და მშობელთა აქტიური დამოკიდებულება  შოდასასკოლო თუ საქალაქო ღონისძებებში მონაწილეობისადმი. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული თორნიკეპაპიძე და მისი მეგობრები, რომელთა მიერ შესრულებულმა ქართულმა ხალხურმა სიმრერებმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
მადლობას ვუხდით  ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს ასეთი დაუვიწყარი დღის მოწყობისათვის



















Sunday, January 4, 2015

საშობაო

დეკემბრის ბოლოს ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფმა გაავრცელა  ბავშვთა სახლებში მცხოვრები მოზარდების სიები და მათი საშობაო სურვილები.   სიების ნახვისთანავე ჩავერთეთ აღნიშნულ საქველმოქმედო აქციაში და სულ ორიოდ დღეში სკოლის სამასწავლებლო მოსწავლეების, მშობლებისა და პედაგოგების მიერ შემოწირულობებით აივსო:ტანსაცმელი, სათამაშოები, წიგნები..
აქციის მთავარი პრობლემა შეგროვილი ნივთების ტრანსპორტირება იყო, რომლის უზრუნველყოფაც სკოლის დირექტორმა ბატონმა ზურაბ ჩხაიძემ თავის თავზე აიღო და 25 დეკემბერს   ძეგვის ბავშთა სახლს ვეწვიეთ. კმაყოფილდა ბედნიერ მასპინძლებს სიტყვა მივეცით, რომ მათი დაწესებულების ხშირი სტუმრები ვიქნებით და ჩვენი ურთიერთობა კვლავ გაგრძელდება.








Tuesday, October 28, 2014

Etwinning.net-ტრენინგების მეორე ნაკადი

მას შემდეგ, რაც ჩვენი სკოლის პედაგოგების ერთმა ნაწილმა Etwinning-ის ტრენინგები ქალაქ წყალტუბოში დედაქალაქის სხვა სკოლების  პედაგოგებთან ერთად გაიარა, კვლავ განახლდა  Etwinning-ის ტრენინგები . ამჟამად ჩვენი სკოლის პედაგოგებს დეა გოგოლაძეს, მარიამ ფირანიშვილს, მანანა გადელიას და მაია ჟიჟლაშვილს  სსიპ თბილისის ქალაქ თბილისის 51-ე საჯარო სკოლამ უმასპინძლა(ტრენერი ნინო მოლაშხია). ტრენინგის დასრულების შემდეგ ქალბატონი ნინო ჩვენს სკოლასაც ეწვია და  ინფორმატიკის კაბინეტში საკონსულტაციო შეხვედრა გამართა პირველი და მეორე ნაკადის ტრენინგების მონაწილეებისათვის და სამომავლო პროექტების შესახებაც  ისაუბრეს.





Saturday, July 5, 2014

საქველმოქმედო აქცია

ცნობილმა მოდელმა ანუკი არველაძემ ჩვენი სკოლის 34 მოსწავლეს ვაკის ბავშვთა გასართობ ცენტრში „ჰეპპი ლენდი“ უმასპინძლა, სადაც მათ არაჩვეულებრივი, ხალისიანი წამყვანები,   სხვადასხვა გასართობი თამაშებით დატვირთული პროგრამა და უგემრიელესი სადილი დაახვედრა. ბავშვები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. ქალბატონი ანუკი მოსწავლეებს  შეპირდა, რომ მსგავს აქციებს კვლავ მოაწყობდა ჩვენი სკოლის სხვა ბავშვებისთვისაც.