19 დეკემბერს ჩვენი სკოლის მეშვიდე პირველი და მეხუთე მეორე კლასის მოსწავლეებმა პედაგოგების თამარ კალაიჩიშვილის, მთვარისა ლიპარტელიანის და მოწვეული რეჟისორის ლალი ლატარიას ორგანიზებით მოაწყვეს საახალწლო ზეიმი. ამ ორი კლასის მოსწავლეებს დაწყებით კლასებში ერთი საერთო პედაგოგი ნინო გოგოლიშვილი ყავდათ, რომლის დიდი დამსახურებაა აღნიშნული კლასების მოსწავლეთა და მშობელთა აქტიური დამოკიდებულება შოდასასკოლო თუ საქალაქო ღონისძებებში მონაწილეობისადმი. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული თორნიკეპაპიძე და მისი მეგობრები, რომელთა მიერ შესრულებულმა ქართულმა ხალხურმა სიმრერებმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
მადლობას ვუხდით ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს ასეთი დაუვიწყარი დღის მოწყობისათვის
მადლობას ვუხდით ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს ასეთი დაუვიწყარი დღის მოწყობისათვის