მას შემდეგ, რაც ჩვენი სკოლის პედაგოგების ერთმა ნაწილმა Etwinning-ის ტრენინგები ქალაქ წყალტუბოში დედაქალაქის სხვა სკოლების პედაგოგებთან ერთად გაიარა, კვლავ განახლდა Etwinning-ის ტრენინგები . ამჟამად ჩვენი სკოლის პედაგოგებს დეა გოგოლაძეს, მარიამ ფირანიშვილს, მანანა გადელიას და მაია ჟიჟლაშვილს სსიპ თბილისის ქალაქ თბილისის 51-ე საჯარო სკოლამ უმასპინძლა(ტრენერი ნინო მოლაშხია). ტრენინგის დასრულების შემდეგ ქალბატონი ნინო ჩვენს სკოლასაც ეწვია და ინფორმატიკის კაბინეტში საკონსულტაციო შეხვედრა გამართა პირველი და მეორე ნაკადის ტრენინგების მონაწილეებისათვის და სამომავლო პროექტების შესახებაც ისაუბრეს.