მას შემდეგ, რაც ჩვენი სკოლის პედაგოგების ერთმა ნაწილმა Etwinning-ის ტრენინგები ქალაქ წყალტუბოში დედაქალაქის სხვა სკოლების პედაგოგებთან ერთად გაიარა, კვლავ განახლდა Etwinning-ის ტრენინგები . ამჟამად ჩვენი სკოლის პედაგოგებს დეა გოგოლაძეს, მარიამ ფირანიშვილს, მანანა გადელიას და მაია ჟიჟლაშვილს სსიპ თბილისის ქალაქ თბილისის 51-ე საჯარო სკოლამ უმასპინძლა(ტრენერი ნინო მოლაშხია). ტრენინგის დასრულების შემდეგ ქალბატონი ნინო ჩვენს სკოლასაც ეწვია და ინფორმატიკის კაბინეტში საკონსულტაციო შეხვედრა გამართა პირველი და მეორე ნაკადის ტრენინგების მონაწილეებისათვის და სამომავლო პროექტების შესახებაც ისაუბრეს.
Tuesday, October 28, 2014
Saturday, July 5, 2014
საქველმოქმედო აქცია
ცნობილმა მოდელმა ანუკი არველაძემ ჩვენი სკოლის 34 მოსწავლეს ვაკის ბავშვთა გასართობ ცენტრში „ჰეპპი ლენდი“ უმასპინძლა, სადაც მათ არაჩვეულებრივი, ხალისიანი წამყვანები, სხვადასხვა გასართობი თამაშებით დატვირთული პროგრამა და უგემრიელესი სადილი დაახვედრა. ბავშვები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. ქალბატონი ანუკი მოსწავლეებს შეპირდა, რომ მსგავს აქციებს კვლავ მოაწყობდა ჩვენი სკოლის სხვა ბავშვებისთვისაც.
Friday, June 20, 2014
მარიამ წიკლაურის „ანბანი“-ს მიხედვით
მესამე კლასის მოსწავლეებმა(კლასის ხელმძღვანელი მარიამ ფირანიშვილი) ცნობილი ქართველი საბავშვო პოეტის მარიამ წიკლაურის წიგნის „ანბანი“-ს მიხედვით გააცოცხლეს ქართული ანბანის ასოები და ლექსები წაიკითხეს. ღონისძიება გაალამაზა ანბანის მიხედვით ქართულ ასოებზე შექმნილმა პრეზენტაციამ, ღონისძიების დასასრულს ბავშვებს სიტყვით მიმართა დირექტორის მოადგილემ ლია ჯანიაშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს და მათ კლასის ხელმძღვანელს ასეთი ლამაზი ღონისძიებს მოწყობისათვის
Monday, March 31, 2014
Subscribe to:
Posts (Atom)